რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. "კოვიდ-19" აღმოაჩნდა ორ კურსანტს და ერთ სანიტარ ქალს. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო "რესი" ავრცელებს. ინფიცირების ახალი შემთხვევები საკარანტინო ზონაში გამოვლინდა.
ამრიგად, ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში ამჟამად რჩება 14 პაციენტი. მათ შორის შვიდი კურსანტი, ხუთი ვლადიკავკაზიდან დაბრუნებული პირი, ერთი სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია. მეთვალყურეობის ქვეშ არის კიდევ 154 ადამიანი.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, "რუსეთთან საზღვარი 30 ივნისამდე დახურული იქნება".