საქართველოში კორონავირუსისგან მე-13 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას "პირველი არხი" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდანაა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
"გიდასტურებთ, გარდაიცვალა ერთი პაციენტი სოფელ მუშევანიდან. მამაკაცი მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მამაკაცი დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა", - განუცხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა საქართველოს პირველ არხს.