შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინა მოსალოდნელზე მალე შეიქმნება. ამის შესახება მან მიკრობლოგ "ტვიტერში" დაწერა.
"ვაქცინის საქმე ძალიან კარგად მიდის. იგივე შეიძლება ითქვას მედიკამენტებზე. პროცესი მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიდის. წინ კარგი ამბებია, მრავალმხრივ", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.