ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. დღეს დილიდან ეკლესიაში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. იტყობინება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
მამა იოანე გორელიშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ქურდობის ფაქტი დაუდასტურა. რისი წაღება მოახერხეს მძარცველებმა, ეს დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.