ნინო ბაციაშვილმა ონლაინ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩეპიონის ტიტული მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა ქალთა შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, ახლახან დასრულებულ ევროპის პირველ ონლაინ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში. ნინო ბაციაშვილმა, 2 სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლობიდან 10 ქულა დააგროვა და ონლაინ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩეპიონის ტიტული მოიპოვა.
მეოთხე შედეგი აჩვენა ქალთა შორის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა ნინო ხომერიკმა.
ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი 16-31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საქართველოდან სხვასხვა ეტაპებზე 70-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.