თუ წესებს არ დავიცავთ, გაიზრდება რისკი რეგულაციების კვლავ გამკაცრებისა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია მოქალაქეებმა მთავრობის შემუშავებული რეკომენდაციები დაიცვან, რათა თავიდან იქნეს აცილებული რეგულაციების გამკაცრება.
"პირველივე დღიდან ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნებოდით, რომ მოგვიწევდა კოვიდინფექციასთან ერთად ცხოვრება, რაც ნიშნავს, რომ მთავრობა თავის მხრივ შეასრულებს ყველა თავისს ვალდებულებას იმ მზაობისთვის, რომელიც მოეთხოვება ჰოსპიტალურ სექტორსა და ჯანდაცვის სამინისტროს. თუმცა, თუ ეს არ იქნა ერთობლივი მუშაობა ჩვენსა და ჩვენს მოქალაქეებს შორის, ის რისკები შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად გაზრდილი, რამაც გარკვეული რეგულაციების გამკაცრებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, გაცილებით უკეთესად ვართ მომზადებული, რაც გვაძლევს საშუალებას, ეს რისკები მნიშვნელოვნად უკეთესად ვმართოთ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.