უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის მხარეში, ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44 ადამიანამდე გაიზარდა.
ამის შესახებ უკრაინული სააგენტო "უნიანი" იუწყება.
შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს დნეპროპეტროვსკის მხარეში ავტობუსს მატარებელი შეეჯახა. ავარიის დროს 41 ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ავტობუსის მძღოლის დაუდევრობამ გამოიწვია. მან შუქნიშნის გამაფრთხილებელ ნიშანს ყურადღება არ მიაქცია და რკინიგზის ხაზი მაშინ გადაკვეთა, როდესაც მატარებელი მიდიოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით 13 ოქტომბერი უკრაინაში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.