ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იუწყება ადგილობრივი მედია.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში COVID-19-ის 39 შემთხვევაა დადასტურებული, 30 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვრები 30 ივნისამდე დახურა. დახურულია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასასვლელი პუნქტები.