საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 19 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულია 624 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 794 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 624 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 301.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.