თბილისში, უჯარმის ქუჩაზე, 60 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაპირისპირების მიზეზი უცნობია. მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.