გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი ვაშინგტონში, "დიდი შვიდეულის" სამიტზე არ ჩავა. იუწყება გამოცემა Politico.
გამოცემის ინფორმაციით, რომელსაც ასევე ადასტურებს კანცლერის პრესსპიკერი, ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპის მიწვევას უარით უპასუხა.
გავრცელებული ცნობით, კანცლერის უარი განპირობებულია კორონავირუსის პანდემიით.
"ფედერალური კანცლერი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონის G7 სამიტზე მიწვევისთვის, რომელიც ივნისის ბოლოს არის დაგეგმილი ვაშინგტონში. ამ დროისთვის, პანდემიის ზოგადი ვითარების გათვალისწინებით, იგი ვერ დათანხმდება მის პირად მონაწილეობას სამიტის საქმიანობაში", - უთხრა პრესსპიკერმა Politico-ს.
აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრი სახლის ოფიციალური კომენტარი არ გავრცელებულა.
დიდი შვიდეულის სამიტი, რომელიც ივნისის ბოლოს არის დაგეგმილი, თავდაპირველად, პანდემიის გამო, ონლაინკონფერენციის რეჟიმში უნდა გამართულიყო, თუმცა ტრამპის სურვილით, სამიტის ჩვეულ ფორმატში ჩატარება გადაწყდა, რაც "აშშ-ის პოსტპანდემიიური ცხოვრების "ნორმალურ რეჟიმში" გაგრძელების სიმბოლური და შესანიშნავი მაგალითი იქნებოდა".