საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე შესაძლოა ვასილ როინიშვილი გახდეს. ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, თუმცა მას შარშან უფლებამოსილება ამოეწურა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე თვის წინ მისი გვარი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასამტკიცებლად წარუდგინა, თუმცა ეს პროცესი შეჩერებულია.