COVID-19-ის 8 ახალი შემთხვევიდან 4 საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო 2 კი ბოლნისიდან.
შეგახსენებთ, რომ stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 746 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 576 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.