ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია დუშეთში, წილკნის დევნილთა დასახლებასა და მცხეთაში იმყოფებოდა, სადაცყოველგვარი შემოსავლისა და ხელისუფლების დახმარების გარეშედარჩენილი ოჯახები მოინახულა.
თითოეულ ოჯახს ერთი საერთო პრობლემა აერთიანებს, პანდემიის დაწყებამდე ისინითვითდასაქმებულები იყვნენ. თავს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ბაღებში, ნახირსა დასახლების დალაგებაში აღებული მცირედი ანაზღაურებით ირჩენდნენ. ახლა კი, ვერაფრით ამტკიცებენ თვიდასაქმებულის სტატუსს და მთავრობის მიერ დაპირებული მცირედიდახმარების გარეშე რჩებიან.
ნიკა მელიამ ხელისუფლებას მოუწოდა, გადაარჩინოს შიმშილს თავისი მოქალაქეები და გაითვალისწინოს ენმ-ის მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ყველა 18 წელს მაღლა მოქალაქისთვის 1000-ლარიან, ხოლო 18 წელს დაბლა პირისთვის 500 ლარიან დახმარებას გულისხმობს.
"ვინც კი კორონავირუსამდე იყო ღარიბი, დღეს გახდა ღატაკი და ამ ადამიანებს ხელისუფლება არ აღიარებს. რომ არ დაიღუპოს ეს ხალხი შიმშილით, მილიარდელი მმართველის პირობებში, აუცილებელია, ჩვენი ინიციატივის გათვალისწინება, რომლის მიხედვითაც, ყველა სრულწლოვანს 1000 ლარი უნდა გადაეცეს, ხოლო ყველა არასრულწლოვანს 500 ლარი“, - განაცხდა მელიამ