ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 1 669 933 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 100 442 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 391 508 პაციენტი.
შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ყველაზე მეტად ნიუ იორკის შტატი დაზარალდა, სადაც გარდაცვალების 29 484 შემთხვევა აღირიცხა. მას მოსდევს ნიუ ჯერსის, ილინოისისა და მასაჩუსეტსის შტატები.
აშშ კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.