ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დავალება, რომ სექტემბრის ბოლომდე ქვეყანას შეეძლოს 10 ათასამდე ტესტის ჩატარება, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
მისი თქმით, კლინიკური ჯგუფი, რომელსაც კორონავირუსის მკურნალობის კოორდინაცია უნდა მოეხდინა, ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როდესაც ქვეყანაში ჯერ დაინფიცირებული პაციენტიც კი არ არსებობდა.
"მსოფლიოში არსებობს ერთადერთი ოქროს სტანდარტი ეს არის PCR ტესტირება, ღმერთმა ისე ქნა,რ ომ ქვეყანაში არც თუ ისე ძლიერი , მაგრამ საკმაოდ მყარი, მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ლაბორატორიების ქსელი არსებობს, პირველ რიგში ეს გახლავთ ლუგარი, ეს გახლავთ ქუთაისის და ბათუმის ლაბორატორიები, რომელთაც შეუძლიათ PCR ტესტირების ჩატარება უმაღლეს დონეზე. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც პირველი შემთხვევები იყო დღეში ტარდებოდა 72-75 PCR ტესტირება. დღეს ტარდება 2500, უახლოეს პერიოდში ჩატარდება 3000 და შესაბამის უწყებებს ჯანდაცვის სამინისტროში აქვს დავალება, რომ სექტემბრის ბოლომდე ქვეყანას შეეძლოს 10 ათასამდე ტესტის ჩატარება", - აღნიშნა გახარიამ.