დღეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს საქართველოში, - განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“.
როგორც მან განაცხადა, გაუგებარია, რატომ ეშინია „ოცნებას“ მესამე პრეზიდენტის, რომელიც ხელისუფლებიდან თავად გაუშვა.
„ჩემი აზრით, ხელისუფლების პრობლემა მიზნის არქონაა. დღეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს საქართველოში. ჯერ ერთი, აქ იყო სააკაშვილი თავისი ჯარით, პოლიციით, „ნაციონალური მოძრაობით“ და ყველაფრით, ჩვენ ვიყავით ერთად ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ვინც სააკაშვილის გაუშვა ხელისუფლებიდან. რატომ გვეშინია ამ სააკაშვილის ასე - მე ბოლომდე არ მესმის. პარანოიის დანერგვის გარდა, იდეოლოგიურად „ქართულ ოცნებას“ რა აქვს მიცემული. ამ შემთხვევაში მიზნის არქონაა პრობლემა და საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომელსაც უამრავი გამოწვევები აქვს, ეს ფაქტიურად ჭაობში შესვლის და უკან ვერ ამოძრომის მდგომარეობაა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.