3-თვიანი კარანტინის შემდეგ, ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარი გაიხსნა.
ტაძრის გახსნის შემდეგ, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის იმოქმედებს გარკვეული ზომები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
თავდაპირველად, ტაძარში დაშვებული იქნება არაუმეტეს 50 ადამიანი. ტაძარში შესვლამდე თერმოსკრინინგი ჩატარდება. აუცილებელი იქნება სახის პირბადით დაფარვა და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა.
აკრძალული იქნება ფიზიკური კონტაქტი ტაძარში მყოფ საერო და სასულიერო პირებთან, ასევე ხატებისა და სხვა საკულტო ნივთების კოცნა.
მაცხოვრის შობის ტაძარი 6 მარტს დაიხურა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.