საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე ემსახურო შენს სამშობლოს!
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ, რომ ჩვენ, ყველას შეგვეძლოს ვთქვათ, რომ შევიტანეთ ჩვენი წვლილი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში", - წერს გახარია სოციალურ ქსელში.