ვილნიუსის მთავარ მოედანზე გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და შესრულდება საქართველოს ჰიმნი. იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
"26 მაისს ვილნიუსის მთავარ საკათედრო მოედანზე 16:00 საათზე გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და 16:10 წუთზე (საქართველოს დროით 17:10 - 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო) შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი", - აცხადებს საგარეო უწყება.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვილნიუსსა და კაუნასში ქალაქის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქ. ვილნიუსის ცენტრში მდებარე ორი ისტორიული ხიდი და ქ. კაუნასის მერიის ისტორიული შენობა "რატუშე".