უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიკრობლოგ "ტვიტერში" ავრცელებს.
"გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ მილოცვას ჩვენი მეგობარი ქართველ ხალხის მიმართ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და აყვავებას. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, საქართველო", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მილოცვაში.