აშშ-ში ბენზინის საცალო ფასი გაიზარდა და პირველად 2010 წლის მაისის შუა რიცხვების შემდეგ გალონზე 2,8 დოლარს გადააჭარბა. 2010 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგულარის ტიპის საავტომობილო ბენზინის საშუალო საცალო ფასმა შეადგინა 2,819 დოლარი/გალონზე (დაახლოებით 74,5 ცენტი/ლიტრაზე). ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ა/წ 17 მაისის შემდეგ.
გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი გაიზარდა 8,7 ცენტით/გალონზე. აშშ-ის 10 ყველაზე მსხვილ ქალაქში ბენზინის საცალო საშუალო ფასმა 11 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა: ნიუ-იორკი - 2,806 დოლარი/გალონზე; ბოსტონი - 2,751 დოლარი/გალონზე; ჩიკაგო - 2,965 დოლარი/გალონზე; კლივლენდი - 2,865 დოლარი/გალონზე; დენვერი - 2,707 დოლარი/გალონზე; ჰიუსტონი - 2,640 დოლარი/გალონზე; ლოს-ანჯელესი - 3,100 დოლარი/გალონზე; მაიამი - 2,868 დოლარი/გალონზე; სან-ფრანცისკო - 3,126 დოლარი/გალონზე; სიეტლი - 3,001 დოლარი/გალონზე. ცნობისათვის, აშშ-ში ბენზინის საცალო ფასის აბსოლუტურ რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება 4,114 დოლარი/გალონზე, რომელიც დაფიქსირდა 2008 წლის 7 ივლისს.