აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 5,5 მლნ ლარით გაიზარდა, რომლის შემდეგ 2010 წლის ნაერთი ბიუჯეტი უკვე 102 მილიონ ლარზე მეტს წარმოადგენს.
ცვლილებების თანახმად, 2010 წლის საშემოსავლო გადასახადებით, დამატებით შემოსულ 5 მილიონ ნახევარზე მეტ ლარს დაემატა ეკონომიების ხარჯზე მოპოვებული თანხა და სულ 7 მილიონ 128 ათასი ლარი ავტონომიის სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში გადანაწილდა.
როგორც აჭარის ფინანსთა მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ განაცხადა, ტურიზმი და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება.
კენჭისყრისას აჭარის უმღლესი საბჭოს ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატებმა ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, უმრავლესობის წევრებმა კი დამატებითი თანხის გადანაწილება მოიწონეს.