დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 28 ნიმუშის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.
კახეთის რეგიონში 8 საკარანტინო ზონაში 219 მოქალაქე იმყოფება.
ბოლო ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა გამოვლენილა.
სულ კახეთიდან კორონავირუსის ტესტზე გაგზავნილია 3 600-ზე მეტი ნიმუში.