24 მაისიდან, ირანში რელიგიური და კულტურული ძეგლები, მუზეუმები გაიხსნება. შეზღუდვების შემსუბუქება შეეხება ასევე ბიზნესსექტორსაც. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
მუზუმები და ისტორიული დანიშნულების ადგილები 24 მაისიდან გაიხსნება, რომელიც რამადანის დასრულებას ემთხვევა. ხოლო სალოცავებს ორშაბათიდან, 25 მაისიდან გახსნიან.
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, სალოცავები დღე-ღამის განმავლობაში ღია არ იქნება, გაიხსნება მხოლოდ დილისა და ღამის საათებში, 3-3 საათით.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ირანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 131 652 შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელდა 102 276 და გარდაიცვალა 7 300 ადამიანი.