ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 1 528 661 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა თითქმის 92 ათასამდე პაციენტი, უფრო ზუსტად 91 938.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში შედის 50 შტატის, კოლუმბიის ოლქისა და აშშ-ის სხვა ტერიტორიების მონაცემები, მათ შორის საზღვარგარეთიდან შემოყვანილი ინფიცირებული მოქალაქეები.
შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ყველაზე მეტად ნიუ იორკის შტატი დაზარალდა, სადაც ინფიცირების 352 845 შემთხვევა და გარდაცვალების 28 558 შემთხვევა აღირიცხა. მას მოსდევს ნიუ ჯერსის, ილინოისისა და მასაჩუსეტსის შტატები.