ბრაზილიაში დაფიქსირდა კორონოავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელი, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების დღიდან.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბრაზილიის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 17 408 ახალი შემთხვევა და 1 179 გარდაცვალება დაადასტურეს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 271 628 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 17 971 ადამიანი.
ბრაზილიას, რომელიც ლათინური ამერიკის პანდემიის ეპიცენტრია, ინფიცირებულთა რაოდენობით, მსოფლიოში მესამე ადგილი უჭირავს, შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ.
ამ ვითარების ფონზე, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ კორონავირუსის საფრთხელ გადაჭარბებულად მიიჩნევს. მან არაერთხელ გააკრიკიტა გუბერნატორები და მერები მკაცრი შეზღუდვების დაწესების გამო.