საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 713-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 713 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 475 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.