ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეამ მხარი დაუჭირა პანდემიაზე საერთაშორისო რეაგირების გამოძიების რეზოლუციას.
ევროკავშირის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 194-ვე წევრმა დაუჭირა მხარი, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა.
რეზოლუციით მოწოდებულია, რომ კორონავირუსის პანდემიის საერთაშორისო რეაგირების დამოუკიდებელი და ყოვლისმომცველი გამოძიება უსწრაფესად უნდა ჩატარდეს.
გამოძიების ჩატარებას მხარს უჭერს ჩინეთიც, თუმცა მოითხოვს, რომ ეს კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ მოხდეს.