კორონავირუსის შემდგომი გავრეცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის ხელისუფლებამ ქალაქებს შორის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 15 დღით გაახანგრძლივა.
19 მაისის 24 საათიდან 3 ივნისის 24 საათამდე გაგრძელდება საქალაქთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, საქარია, სამსუნი, ვანი და ზონგულდაქი.
ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.
თურქეთში კორონავირუსის 150 593 შემთხვეევა დაფიქსირდა. დაღუპულია 4 171 ადამიანი.