საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მსოფლიო ბანკის მონაცემების პირველ ათეულში მოხდება.
ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკრაინული არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ბიზნესის კეთებაში მე-11 ადგილზე ვართ. წელს მოვხვდებით პირველ ათეულში, რომელშიც სინგაპური, ჰონკონგი, შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ნორვეგია და დანია შედიან. რაც შეეხება კორუფციას, არის ასეთი ორგანიზაცია "ტრანსფარანს ინტერნეიშენალი", რომელიც რეიტინგს ხუთწლიანი მონაკვეთით აკეთებს. არ ვარ კმაყოფილი, რადგანაც მისი მონაცემებით ჩვენ 50-ე ადგილზე ვართ, თუმცა ევროპული ბანკის მონაცემებით ჩვენ მესამე ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა ევროპაში", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, "ტრანსფარანს ინტერნეიშენალის" მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ისეთ წარმატებისთვის არავის მიუღწევია, როგორც საქართველოს.