საერთაშორისო ფესტივალი `ჩვენებურები" ბათუმში გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.
წლევანდელი ფესტივალი სვეტიცხოვლის დაარსების 1700 და ტაძრის განახლების 1000 წლისთავს მიეძღვნა.
29 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ფესტივალი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ, როგორც ფოლკლორული კოლექტივები, ასევე საოპერო მუსიკის წარმომადგენლები.
ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აფხაზეთის ინტერნაციონალური კაპელის 30 წლის იუბილის აღნიშვნა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.საქართველოში ჩამოვიდა ამ კაპელის ძველი თაობა, რომელიც ომის შემდგომ უცხოეთში ცხოვრობს.
საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორები იყვნენ: დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტრო, თბილისის მერია, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ქუთაისის მერია, ბათუმის მერია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
„ჩვენებურების" ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით იმართება.
პატრიარქმა ფესტივალის მონაწილეები წელსაც მიიღო და დალოცა.