Apple-ი აცხადებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით 100 მაღაზიის მუშაობას განაახლებს, რომლებიც მანამდე კორონავირუსის პანდემიის გამო იყო დახურული.
"ხვალიდან, მსოფლიოს 100-მდე მაღაზია შეძლებს კვლავ გაუღოს კარი ჩვენს მომხმარებლებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაღაზიების უმეტესობა ჩინეთსა და გერმანიაში გაიხსნება.
მაღაზიის ყველა თანამშრომელი ვალდებული იქნება ატაროს დამცავი პირბადე. მომხმარებლებს კი მაღაზიაშ შესვლამდე თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ.