ნატო საქართველოს უსაფრთხოებაზე ისევე ზრუნავს, როგორც საკუთარზე. ამის შესახებ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ფრანკ როუზმა განაცხადა.
კითხვაზე - ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის გამო შეიძლება საქართველო დაისაჯოს, რა გზებს ხედავთ საქართველოს და მისი მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოების დასაცავად, როუმზმა უპასუხა, "ნატო მიზანია, არა მარტო მისი წევრის, ასევე პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვა".
მისივე თქმით, ნატო რისკების დასაძლევად საქართველოსთან მუშაობას აგრძელებს და მის და მისი მსგავსი ქვეყნებს უსაფრთხოებას ისევე განიხილავს, როგორც საკუთარს.
აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირას, ლისაბონის სამიტამდე ერთი თვით ადრე თბილისში ატლანტიკური საბჭოს დელეგაცია ჩამოვა.