პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ინფიცირებული რჩება და კლინიკას 10 დღეა ახალი ინფიცირებული პაციენტი არ მიუღია. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება.
„28 კოვიდინფიცირებული გვყავს. მათი მდგომარეობა ყველასი სტაბილურია. ერთი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელიც იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა, წინა პერიოდთან შედარებით, დადებითი დინამიკით არის.
დანარჩენი პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან თერაპიულ განყოფილებაში, არცერთ მათგანთან არანაირი პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. ველოდებით პროტოკოლის მიხედვით განმეორებითი ტესტების ჩატარებას. იმედია, რამდენიმე დღეში ყველა ეს პაციენტი დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა და იმედი გამოთქვა, რომ მალე კლინიკა ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება.