თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ საქართველოში COVID-19-გან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა საკმაოდ სოლიდური რიცხვით აჭარბებს მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებს.
გუშინდელი მონაცემებით, ჩვენ 695 დადასტურებული პაციენტი გვყავდა. გუშინ დაგვემატა ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევა და ახლა არის – 701 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 425, დაგვემატა შვიდი და არის – 432. დღეის მდგომარეობით, კოვიდცენტრებში მკურნალობს – 257 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის საკმაოდ სოლიდური რიცხვია, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 147-ით ჭარბობს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.