საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 701-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 701 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 432 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 357.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.