სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები 18 მაისიდან გაიხსნება. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დარგისთვის სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტრომ სილამაზის სალონების წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავა.
ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, პროცედურაზე მიღება წინასწარი ჩაწერით უნდა განხორციელდეს, სალონების შესასვლელში აუცილებლად უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერი, იმ შემთხვევაში თუ დაწესებულებას 20-ზე მეტი დასაქმებული ყავს უნდა განახორციელოს ტემპერატურული სკრინინგი, რეგისტრატურაში უნდა დამონტაჟდეს დამცავი გამჭირვალე ბარიერი, აღნიშნული ბარიერი უნდა დამონტაჟდეს იმ შემთხვევაშიც თუ სალონები ვერ მოახერხებენ მომხმარებელთა შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვას.
სილამაზის სალონების ფედერაციის სამუშაო ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რეგულაციებში გათვალისწინებულია, როგორც დარგის სამუშაო სპეციფიკა ასევე, მათი შენიშვნები.
ზოგადი რეკომენდაციები სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებისთვის.