"17 მაისი აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანების და ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეა
ა.წ. 17 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანების და ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის” ორგანიზებით მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებამ დედაქალაქის ქუჩები აკურთხა და მოსახლეობა დალოცა", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2014 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა.
დღესვე ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.