შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მდებარე ბიოფარმაცევტული კომპანია Sorrento Therapeutics-ი იუწყება, რომ მათმა მეცნიერება აღმოაჩინეს ანტისხეულები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმიდან განდევნიან.
კომპანიის განცხადებით, ანტისხეულს, რომელსაც STI-1499 ეწოდება, შესწევს უნარი, კორონავირუსი ორგანიზმიდან 4 დღეში განდევნოს. ანტისხეულების მეშვეობით ვირუსი კარგავს სიცოცხლისისა და გამრავლების უნარს.
ფარმაცევტული კომპანიის მესვეურები აცხადებენ, რომ მოსახლეობას კორონავირუსისგან დაცვა, ვაქცინის შექმნამდე, ანტისხეულებით შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) ანტისხეულებზე ნებართვა არ გაუცია.