საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამკურნალოდ გამგზავრება 20 მაისიდან შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ელჩი თურქეთს რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.
"თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლაციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდაცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს", - წერს გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში.