შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და სენატის ევროპის ქვედა კომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი ეხმიანებიან საქართველოს პრეზინდეტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტს.
ორი სენატორის ერთობლივი განცხადება მიკრობლოგ "ტვიტერზე" გავრცელდა.
"ჩვენ მივესალმებით ბატონი ოქრუაშვილისა და ბატონი უგულავას შეწყალებასა და გათავისუფლებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული, რომელიც შეცვლის საქართველოს საარჩევნო სისტემას და შეწყვეტს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში. ეს გათავისუფლებები ძლიერ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც იმუშავა იმისთვის, რომ შეთანხმება შესაძლებელი გამხდარიყო და მას ხელი მოაწერა, რომ პროგრესი შეიძლება მიღწეულ იქნეს და მიიღწევა.
ჩვენ მოუთმენლად ველით საარჩევნო სისტემაში შეთანხმებული ცვლილებების, როდესაც მომდევნო კვირებში საქართველოს პარლამენტი განაახლებს მუშაობას, ასევე ბატონი გიორგი რურუას, მედიის მფლობელის განთავისუფლებას, რომელიც დეკემბერში დააპატიმრეს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.