თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19-ს 6 ახალი შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის წყარო ცნობილია, ხოლო დანარჩენი 2 პაციენტის ეპიდკვლევა მიმდინარეობს. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ პაციენტებს, ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით 27 პაციენტი იმყოფება, მათგან მძიმე პაციენტი არის ერთი.
„გუშინ დაგვემატა 6 ახალი დადასტურებლი შემთხვევა და დღეისთვის გვყავს 677 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი საკმაოდ სოლიდურია - 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გვყავდა 393 და ახლა გვყავს 419 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მხოლოდ 246 პაცირნტი მკურნალობს. 6-დან 4-ის წყარო ცნობილია 2 პაციენტის ეპიდკვლევა გრძელდება და გაირკვევა, მათ კონტაქტები აქვთ თუ არა", აცხადებს ეზუგბაია.