13-15 ოქტომბერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს 3 დღიანი ვიზიტით ეწვევა ჩინეთის, პეკინის დრამის აკადემიის პრორექტორი ბატონი ლიუ ლი ბინი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, ლი ბინი გაეცნობა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესებს.
დაესწრება დრამის ფაკულტეტზე ნატალია დიღმელაშვილის და ამირან შალიკაშვილის მასტერკლასებს, გიორგი მარგველაშვილის და მანანა ბერიკაშვილის რეპეტიციას მეორე კურსის სამსახიობო ჯგუფთან.
სტუმრისთვის ასევე, გაიმართება ფოლკლორისა და ტრადიციული ქართული ხელოვნების დეპარტამენტის კონცერტი. კინო-ტელე ფაკულტეტი კი წარმოადგენს 2010 წლის სადიპლომო ფილმების ჩვენებას.
ვიზიტის მიზანია ორ სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელს შორის ურთიერთთანამშრომლობა.