დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ ანსამბლ "ერისიონის" ვარსკვლავი გაიხსნება.
ვარსკვლავი "ერისიონის" 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით იხსნება.
დღეს ასევე გაიმართება საიუბილეო კონცერტიც, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალი დადგმული ცეკვა "სნოური".
ეს ცეკვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II - ს საპატივსაცემოდ შეიქმნა და სვეტიცხოვლის 1700 წლისთავს ეძღვნება.
ამჟამად ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელია. "ერისიონი" ნოემბერში გეგმავს გასტროლებს უკრაინასა და ბელორუსში
"ერისიონი" 1885 წელს შეიქმნა. სახელი "ერისიონი" (სულხან საბას განმარტებით ცის იერს, მთის წვერს ზევით ნიშნავს) 1999 წელს დაერქვა. მანამდე მათ ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ერქვა.