იმედს გამოვთქვამ, რომ გიორგი რურუა ასევე მალე დატოვებს საპატიმროს, სხვა შემთხვევაში მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და, შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში, - განუცხადა საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.
მისი თქმით, როცა კაცი სიტყვას დებ, ბოლომდე უნდა შეასრულო. არ არსებობს სანახევროდ შესრულებული სიტყვა.
„ქვეყანას მართვას ადამიანი, რომელიც თვითდაზიანებებს იკეთებს. ჩემი დაჭერა მისთვის ზიანი იყო, ჩემი გამოშვებაც მისთვის ზიანი იყო. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ამდენ თვითდაზიანებებს იყენებს, ქვეყნისთვის სახიფათოა. ჩვეულებრივ მოქალაქეს რას უზამს, თვითონ ამდენ თვითდაზიანებას რომ იკეთებს. ეს ადამიანი არის მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, სოციალურად აღზევებული მდაბიო და პერსონალურად მატყუარა. ამიტომ, არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ მან გააგრძელოს ქვეყნის მართვა“, - თქვა უგულავამ.