ფაქტია, სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე, ამიტომ, ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა, – განუცხადა საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.
"დღეს ცოტა ზურგი მტკიოდა და ტელევიზორისთვის არ მიყურებია. რომ ჩავრთე, სადღაც ცხრის ნახევარი იყო, ეწერა, პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა. მერე ანახეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოლო სიტყვებით მლანძღავდა, მაგრამ მივხვდი, რომ ძუძუები ილოცებოდნენ ამ დროს. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს 100 წელი არც მე არც ოქრუაშვილი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ამ ჩემს შეწყალების აქტზე, ამიტომ, ადამიანურად, ბუნებრივია, მას მადლობას ვეუბნები მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა", – განაცხადა გიგი უგულავამ.