მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკა რეცესიაში შევიდა. 2020 წლის პირველ კვარტალში გლობალური კრიზისის ფონზე ეკონომიკამ მაქსიმალური ვარდნა განიცადა.
იანვარ-მარტში, წინა სამ თვესთან შედარებით, გერმანიის მშპ 2.2%-ით შემცირდა, რაც 2009 წლის პირველი კვარტლიდან მოყოლებული მაქსიმალური მაჩვენებელია.
2019 წლის მეოთხე კვარტალში გერმანიის მშპ, მესამე კვარტალთან შედარებით, 0.1%-ით შემცირდა.
ბოლო ორი კვარტლის მაჩვენებლების ფონზე ნათელია, რომ გერმანიის ეკონომიკა რეცესიაში შედის.
პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე, სტატისტიკის ფედერალური ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალბერტ ბრააკმანმა განაცხადა, რომ კოროვირუსული პანდემიის გამო ქვეყნის ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელია დაჩქარდეს მიმდინარე კვარტალში.
მისი თქმით, საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოხდება შეზღუდვების შემსუბუქება და ბიზნესის აღდგენა.
2020 წლის პირველ კვარტალში ევროპის ეკონომიკა, წლიურ ჭრილში, 2,3%-ითაა შემცირებული, ეს იმ ფონზე როდესაც ოქტომბერ-დეკემბერში ეკონომიკამ, წლიურ გაანგარიშებაში, 0,4%-იანი ზრდა აჩვენა.