საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი პორტალი - compensation.moh.gov.ge, სადაც კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ, რათა მათ შეძლონ ფულადი დახმარების მიღება, ამ დროისთვის მიუწვდომელია.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პორტალი ვიზიტორთა ჭარბი რაოდენობის გამო გადატვირთულია.
კომპენსაციის მიმღებთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.