საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 393-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 671 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 393 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3